აქტივისტები: ლიზი უბილავა სახლიდან ჩუსტებით აიყვანეს

22.10.25 17:11
აქტივისტები: ლიზი უბილავა სახლიდან ჩუსტებით აიყვანეს

სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, პოლიციოამ უწყვეტი პროტესტის აქტიური მონაწილე, ლიზი უბილავა დააკავეს. 

მათი თქმით, ახალგაზრდა ქალი საკუთარი სახლიდან, ჩუსტებით გაიყვანეს. 

უბილავას სავარაუდოდ გზის გადაკეტვას ან პირბადის ტარებას ედავებიან. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროტესტის შემზღუდავი კანონის აღსრულება 19 ოქტომბერს დაიწყო. შესაბამისად მოქალაქეებს გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით აკავებენ.

დაკავებულების ნაწილს რამდენიმედღიანი პატიმრობა შეუფარდეს, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებიც არიან. 

მხოლოდ დღეს 4 მოქალაქის დაკავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. 

მსგავსი სიახლეები