დააკავეს პირი, რომელმაც 5 000 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი ფული გაასაღა

22.10.21 10:09
დააკავეს პირი, რომელმაც 5 000 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი ფული გაასაღა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით,  ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გაასაღა 5 000 აშშ დოლარის ოდენობის 50 ერთეული ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.