ვინ არის ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, რომელიც დღეს დააკავეს
ვინ არის გრიგოლ ლილუაშილთანდ დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე, რომელიც პროკურატურამ კორუფციის ბარლდებით დააკავა - ის რკინიგზის დეპარტამენტში წლების განმავლობაში იურიდიულ სამსახურში ერთ- ერთი შეფის პოსტს იკავებდა.
"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზაში მუშაობის პარალელურად, ამჟამად დაკავებული ხუნდაძე ფლობდა ორ სამშენებლო კომპანიას [მალკო და დაგი ბილდინგი], რომლებიც კორპუსებს დიდ დიღომსა და გლდანში აშენებდა.
წლების განმავლობაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა ხუნდაძის ძმაც, ვლადიმერ ხუნდაძეც. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ძმები ხუნდაძეები გრიგოლ ლილუაშვილის კადრებად სახელდებოდა.
ვლადიმერ ხუნდაძე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მუშაობდა. მან თანამდებონა 2 თვის წინ, დიდი სამთავრობო ცვლილებების დროს დატოვა.
ხუნდაძე თანამდებობიდან რადენიმე თვის წინ, დიდი სამათავრობო ცვლილელების დროს გაუშვეს, როდესაც პოსტი გრიგოლ ლილუაშვისაც დაატოვებინეს. ძმები ხუნდაძეები სწორედ სუსის ექს შეფის ახლო გარემოცვის წევრებად ითვლებიან.
დადასტურდა "პირველების" ინფორმაცია - დაკავებულია გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი