არჩილ გიორგობიანი ცოლის და 3 წლის შვილის თანდასწრებით დააკავეს
დაკავებულია კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტი - არჩილ გიორგობიანს სამართალდამცველებმა ხელბორკილები ცოლის და 3 წლის შვილის თანდასწრებით დაადეს.
სამოქალაქო აქტივისტს დაკავების დროს ფბ-ზე ლაივი ჰქონდა ჩართული. როგორც ის ვიდეოში ამბობს, პოლიციელები სახლთან შკოდებით დახვდნენ.
გიორგობიანის თქმითვე, არ განუმარტავთ და არ უთქვამთ მიზეზი, რატომ აკავებენ.