პოლიციამ აქციების მონაწილე, პენსიონერი, გიორგი ვაჩაძე დააკავა
პოლიციამ აქციების მონაწილე, პენსიონერი, 82 წლის გიორგი ვაჩაძე დააკავა. კაცს, რომელიც პროევროპულ დემონსტრაციებს ცოლთან ერთად, პროტესტის პირველივე დღიდან ესწრება, სავარაუდოდ გზის გადაკეტვას ედავებიან.
უფლებადამცველის თქმით, გიორგი ვაჩაძე და მისი მეუღლე პროტესტის მთავარი სახეები არიან და წინააღმედობაში არიან რეჟმთან.
გიორგი ვაჩაძე, ისე როგორც მისი მეუღლე არიან ამ პროტესტის მთავარი სახეები, 300 დღეზე მეტია ისინი იცავენ საქართველოს თავისუფლებას, ევროპულ მომავალს და იმას რისთვისაც ამდენი ხანია ადამიანები ვიბრძვით, რის დასაცავადაც და ისინი წინააღმედობაში არიან, რა თქმა უნდა, რეჟიმთან," - განაცხადა მარიამ ჩხეიძემ.
რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავერცელა, სადაც დაწერა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 12 პირი.