ჩხრეკების და დაკავებების სერია - ვინ არის დღეს დაკავებული კობა ხუნდაძე და რა კავშირი აქვს ლილუაშვილთან?

22.10.25 20:08
ჩხრეკების და დაკავებების სერია - ვინ არის დღეს დაკავებული კობა ხუნდაძე და რა კავშირი აქვს ლილუაშვილთან?

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ჯამში ოთხ მილიონ დოლარზე მეტი, მხოლოდ სუს-ის ყოფილ უფროსთან გრიგოლ ლილუაშვილთან და ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირების სახლებიდან, საბანკო სეიფებიდან ამოიღეს. ყველაზე დიდი ფულს, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირი, მიხეილ ჩოხელი ინახავდა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მისი და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფიდან თითქმის სამი მილიონი ამოიღეს. 

დაკავებულია გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი კობა ხუნდაძე, "პირელების" ინფორმაციით, ის საქართველოს რკინგზის იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა, პარალელურად კი სამშენებლო ბიზნესი ჰქონდა. პროკურატურის ინფორმაციით, წლების განმავლობაში, სუს-ის ექს შეფის მეგობარი, უკანონო შემოსავლებს იღებდა, ამ ფულით კი მიწის ნაკვეთებს ყიდულობდა და სამშენებლო ბიზნესი შექმნა. 

კობა ხუნდაძე, ფინანსთა სამინსიტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ვლადიმერ ხუნდაძის ძმაა. ვლადიმერ ხუნდაძემ პოსტი ორი თვის წინ დატოვა. საჯარო რეესტრის მონაცემებით ის ორი სამშენებლო კომპანიის მეწილეა. ერთი - შპს დაგი კორპუსს დიღომში აშენებდა. 

სუსი ამტკიცებს, რომ საქართველოს რკინიგზიზს მაღალჩიუნის კობა ხუნდაძის სახლების ჩხრეკის შედეგად  94 კონვერტად დახარისხებული ჯამში 1 319 300 აშშ დოლარი ამიღეს. რკინგზის შეფი ამბობს, რომ მისი თანამშრომლის დაკავების შესახებ არაფერი იციან. 

ჩხრეკების და დაკავებების სერია - ნინო ღვედაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები