უმაღლესი ჯილდო ქართველ ჟურნალისტს - მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა

22.10.25 20:51
უმაღლესი ჯილდო ქართველ ჟურნალისტს - მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა

ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო დევნილ ქართველ ჟურნალისტს. მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა.  ამბავი ბრიუსელიდან პატიმარმა ჟურნალისტმა რუსთავის ქალთა ციხის საკანში გაიგო. მზია ამაღლობელი გამარჯვებულად ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ გამოაცხადა. 

უმაღლესი ტრიბუნიდან  ივანიშვილის გუნდს უთხრეს, რომ ჟურნალისტი, რომელსაც უსამართლოდ სჯიან,  დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა. 

მზია ამაღლობელი პირველი ქართველი ჟურნალისტია, ვისაც ევროპარლამენტის უმაღლესი ჯილდო გადაეცა. მასთან ერთად სახაროვის პრემია  ბელორუსელ ანდჟეი პოჩობუტსაც  გადასცეს, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმის ტყვეა.  მზია ამაღლობელისთვის და ქართული ჟურნალისტიკისთვის უმნიშვნელოვანეს  ამბავს ბრიუსელში ჩვენი კოლეგები  ესწრებოდნენ. მათთან  ერთად იყო სინდისის  ყოფილი პატიმარი გიორგი ახობაძეც.

სახაროვის პრემია მზია ამაღლობელს - თათია წოწონავა დეტალებით

მსგავსი სიახლეები