რუსული ნავთობი ყულევის ქარხანაში - რა რისკის ქვეშ დგება ქვეყანა
რუსული ნავთობის პირველი პარტია საქართველოშია - ეს უკვე შემოსავლების სამსახურმაც დაადასტურა. ყულევის ქარხანაში ნავთობი "რუსნეფტმა" გამოაგზავნა. ტანკერმა "კაისერიმ" 105 340 ტონა ნავთობი ნოვოროსიისკის პორიდან ჩაიტანა ყულევის ტერმინალში. ინფორმაციის გამხელა შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო მედიის გააქტიურების შემდეგ მოუწია. ახლა ამტკიცებენ, რომ ნავთობი და ტანკერი სანქცირებული არ არის, ამიტომ არც პრობლემა არსებობს.
მიუხედავად იმისა, სანქცირებულია თუ არა ჯერ რუსნეფტის ნავთობი, ქვეყანა რეპუტაციულ ზიანს ვერ გადაურჩება. საქმე შესაძლოა სანქციებამდეც მივიდეს, თუ საქართველოს რუსეთის მაშველ რგოლად აღიქვამს ცივილიზებული სამყარო. ფაქტია, რომ რუსეთი დასავლური სანქციების ფონზე ალტერნატიული გზების პოვნას ცდილობს. ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთში შექმნილი საწვავის კრიზისის გამო უკვე გადამუშავებილი ნავთობი რუსეთმა უკანაც დაიბრუნოს.
ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პრეზენტაცია ზუსტად 1 წლის წინ შედგა - კობახიძე, დავითაშვილი და მაკა ასათიანი ხალხს უყვებოდნენ, როგორ გვჭირდებოდა ეს ქარხანა, რომ რუსეთზე დამოკიდებულება შეგვემცირებინა. დღეს უკვე კობახიძის მთავრობიდან გაშვებული ლევან დავითაშვილი თავად ხელმძღვანელობს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ბლექ სი პეტროლეუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. მაკა ასათიანის უკან კი სავარაუდოდ მისი ქმარი კოტე გოგელია დგას, რომელიც რუსეთში ფლობს ბიზნესს.
ექსპერტთა შეფასებით, დღეს უკვე რისკები მხოლოდ სანქციებით შეიძლება არ შემოიფარგლოს. გამოწევვაა უსაფრთხოებაც, თუ საქართველო რუსული ნავთობის გადამუშავების ეპიცენტრად იქცევა. ექსპეტები არ გამორიცხავენ, რომ როცა უკრაინა რუსულ ნავთობ ობიექტებს ანადგურებს, ყულევიც მათ ლეგიტიმურ სამიზნედ იქცეს.