კადრები: როგორ ტოვებს ღარიბაშვილი სუს-ის შენობას
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა. ექს-პრემიერმა მოდულის შენობა დღეს საღამოს დატოვა. ანტიკორუფციული სააგენტოს მტკიცებით, დაკითხვის დროს ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლებს იღებდა. 8 წელი ხელისუფლებში, ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრად, შემდეგ პრემიერად, შემდეგ თავდაცვის მინსიტრად და ისევ პრემიერად. სუსს დღეს არ უთქვამს ამ წლების განმავლობაში რამდენი მილიონი მიიღო ღარიბაშვილმა.
ამის პარალელურად ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ტოვებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სუს-ის შენობას.
ის უწყებას სავარაუდოდ ადვოკატთან ერთად ტოვებს.