რკინგზის შეფი ამბობს, რომ მისი თანამშრომლის დაკავების შესახებ არაფერი იცის

22.10.25 20:00
რკინგზის შეფი ამბობს, რომ მისი თანამშრომლის დაკავების შესახებ არაფერი იცის

საქართელოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, ლაშა აბაშიძე აცხადებს, რომ მისი თანამშრომლის დაკავების შესახებ არაფერი იცის. 

ლაშა აბაშიძე ამბობს, რომ ორგანიზაციაში 12 ათასი თანამშრომელია და კობა ხუნდაძის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. 

არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი, საერთოდ არ მაქ... მთელი დღეა შეხვედრები მაქვს, არ მაქვს საერთოდ ინფორმაცია. სამწუხაროდ არ ვიცი, საერთოდ ინფორმაცია არ მაქვს.ჩვენთან არის 12 ათასი თანამშრომელი და როგორ გითხრათ. შეხვედრა მეწყება," - განაცხადა ლაშა აბაშიძემ. 

კობა ხუნდაძე გრიგოლ ლილუაშილთან დაკავშირებული პირია, რომელიც პროკურატურამ კორუფციის ბარლდებით დააკავა - ის რკინიგზის დეპარტამენტში წლების განმავლობაში იურიდიულ სამსახურში ერთ- ერთი შეფის პოსტს იკავებდა.  

"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზაში  მუშაობის პარალელურად, ამჟამად დაკავებული ხუნდაძე ფლობდა ორ სამშენებლო კომპანიას [მალკო და დაგი ბილდინგი], რომლებიც კორპუსებს დიდ დიღომსა და გლდანში აშენებდა.  

მსგავსი სიახლეები