სააკაშვილის ხელისუფლებისთვის ხმის მიცემა დიდი სირცხვილია - პრემიერი

22.10.21 10:43
სააკაშვილის ხელისუფლებისთვის ხმის მიცემა დიდი სირცხვილია - პრემიერი

სააკაშვილის ხელისუფლებისთვის ხმის მიცემა არის ზალიან დიდი სირცხვილი - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ხობში საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი ყველაზე დიდი ოპოზიციურ პარტიას ისევ თავს ესხმის და ხობში, მეორე ტურში "ქართული ოცნების" გამარჯვებას აანონსებს. 

მეორე ტურში ჩვენი კანდიდატი ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. ხობმა ძალიან კარგად იცის, რომ მჩაგვრელ და ბოროტ ძალას არავითარი პესრპექტივა არ აქვს ქვეყანაში. "ნაციონალური მოძრაობისთვის" დღეს, სააკაშვილის ხელისუფლებისთვის და მათი კანდიდატებისთვის მხარი დაჭერა და ხმის მიცემა არის რეალურად ძალიან დიდი სირცხვილი, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები