ადვოკატი: ღარიბაშვილი თავად გააკეთებს განცხადებას

22.10.25 20:36
ადვოკატი: ღარიბაშვილი თავად გააკეთებს განცხადებას

 

 

ექსკლუზიური ინტერვიუ ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატთან. როგორც ლილი გელაშვილი "ტვ პირველისთვის" მიცემულ პირველ ინტერვიუში ამბობს, ღარიბაშვილი ემზადება საგანგებო განცხადების გასაკეთებლად და თავად გასცეს ყველა კითხვას პასუხის.

ამ თემებთან დაკავშირებით, თავად ირაკლი ღარიბაშვილი გააკეთებს განცხადებას. უახლოეს დღეებში! დეტალურად ახსნის, რა იყო, რა ამოიღეს, რა არ ამოიღეს და რა არის ნაჩვენები, რომელიც საერთოდ სიმართლეს არ შეესაბემება. რა ხდება და რატომ ხდება ამას აუციელბლად გაეცემა პასუხი. ის რაც ნაჩვენები იყო, ეს არ შეესაბამება სიმართლეს... ამოღებული ნივთები"- თქვა უფლებადამცველმა "პირველების" ჟურნალისტის საპასუხოდ, რომელიც დაინტერესდა, ეკუთვნოდა თუ არა სუს-ის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ნაჩვენები ფული, კომპიუტერები და ძვირფასეულობა ირაკლი ღარიბაშვილს. 

ამასთან, ტვ პირველის ჟურნალისტს მარიმა გაფრიდაშვილ ღარიბაშვილის ადვოკატმა უთხრა, რომ უკანონო შემოსავლების აღიარება არ ნიშნავს, რომ ექს-პრემიერი კორუფციის აღსარებას.

სუს-ის ცნობით, ანტიკორუფციულ ბიუროში ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა. 

სუს-ის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. 

მსგავსი სიახლეები