ჩანს, რომ არ არის ფხიზელ მდგომარეობაში - ღარიბაშვილი სააკაშვილის მორიგ ვიდეოზე

22.10.21 10:42
ჩანს, რომ არ არის ფხიზელ მდგომარეობაში - ღარიბაშვილი სააკაშვილის მორიგ ვიდეოზე

"ჩანს, რომ არ არის ფხიზელ მდგომარეობაში", - პრემიერ-მინსტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის მორიგ ვიდეოს აფასებს. ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილი ფსიქოლოგიურად  არასტაბილურ  მდგომარეობაში იმყოფება. 

რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო, ეს ტრაგედიაა, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება და ვიცით, რომ ეს ადამიანი არ არის ნორმალური, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იხილავს ამ ვიდეოს, როგორ შეიძლება ამ კაცზე სერიოზული წარმოდგენა დარჩეს. ეს ტრაგედიაა რეალურად ჩვენი სირცხვილია, ეს კაცი მართავდა 9 წლის განმავლობაში ქვეყანას,ამას თუ მართვა ქვია, ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას და ანადგურებდა ჩვენი  ქვეყნის მომავალს, ტერიტორიას აბარებდა ოკუპანტებს. ნახეთ როგორ სამარცხვინოდ შემოიპარა, ეს სამარცხვინო სიტუაცია იხილა მთელმა მოსახლეობამ, აშკარად ჩანს, რომ არ არის ფხიზელ მდგომარეობაში და ლაპარაკობს, ბოდავს რაღაც სპეცსამსახურების მიერ მოტაცებაზე, როგორ ილუზიებში ცხოვრობს ეს ადამიანი,როგორ სიტუაციაშიც არის ამ ვიდეოში, ასეთ არასტაბილურ მდგომარეობაშიც იმყოიფება იგი ახლაც და მთელი მისი გუნდი", - თქვა ღარიბაშვილმა.