ქალი, რომელიც პოლიციის მანქანაზე ავიდა, სისხლის სამართლის წესით დააკავეს

22.10.25 21:29
ქალი, რომელიც პოლიციის მანქანაზე ავიდა, სისხლის სამართლის წესით დააკავეს

ქალი, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პოლიციის მანქანაზე ავიდა, სისხლის სამართლის წესით დააკავეს.  თამარ ლორთქიფანიძეს ხულიგნობის მიხლით გაასამართლებენ. 

როგორც შს სამინისტროში განმარტეს, ის დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

მუხლი 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოწოდებას, საპატრულო პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა და შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, მათ ღირსებასა და მუნდირს, ასევე საზოგადოებას - ის დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს"- წერს შსს. 

მსგავსი სიახლეები