"კობახიძეს, ალბათ, ეშინია ირაკლი ღარიბაშვილის" - ეკა გიგაური
"კობახიძეს, ალბათ, ეშინია ირაკლი ღარიბაშვილის" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა და "ქართული ოცნების" ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა.
ეკა გიგაურის განცხადებით, ყველაფერი რაც დღეს ქვეყანაში ხდება, დაწყებული აქტივისტების დაკავებით, დამთავრებული ივანიშვილის გუნდის ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრული საქმეებით, უკავშირდება "ქართული ოცნების" შიშს.
მე მგონია, რომ ყველაფერი რაც ხდება, დაწყებული რიგითი დემონსტრანტების დაკავებით, ეს პროცესი უკავშირდება თვითონ "ქართულ ოცნებაში" არსებულ შიშს. მათ ეშინიათ კონკრეტული საკითხების, მათ ეშინიათ მაგალითად დემონსტრაციების და იმის, რომ რუსთაველზე იყოს ხალხი, მათ ეშინიათ შიგნით კონკრეტული ადამიანების, კობახიძეს, ალბათ, ეშინია ირაკლი ღარიბაშვილის იმიტომ, რომ ღარიბაშვილს შიგნით, დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი...
რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მათი ხელმძღვანელი, ალბათ, ვიღაცის მხარეს იღებს, თუმცა ალბათ მას ასევე ჩვევაში აქვს, ერთმანეთს დააპირისპიროს სხვადასხვა ჯგუფები. ყოველი შემთხვევისთვის აქ ნამდვილად ამასთან გვაქვს საქმე იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ჩვენ გვეცოდინებოდა კონკრეტული დეტალები ამ გამოძიებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კი, შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ის, რომ ღარიბაშვილის ლაპარაკის, შიგნით ღარიბაშვილის მომხრეების მეორე ირაკლის [კობახიძეს] რომ ეშინია, მე ვფიქრობ, რომ ამასთან გვაქვს უფრო მეტად საქმე," - განაცხადა ეკა გიგაურმა.
შეგახსენებთ, რომ სუს-ის ცნობით, ანტიკორუფციულ ბიუროში ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა.
სუს-ის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.