ღარიბაშვილმა თამაშის წესები დაარღვია - ბესელია "ქართულ ოცნებაში" არსებული კლანური დაპირისპირების დეტალებზე საუბრობს
"მართლმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ "ქართულ ოცნებაში" არსებული კლანური დაპირისპირების დეტალებზე ისაუბრა და თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა "თამაშის წესები დაარღვია".
მისი თქმით, "ოცნება" გუნდის ყოფილ მაღალჩინოსნებზე სისხლის სამართლებრივ დევნით "რუსთაველის რეპრესიების გადაფარვას ცდილობს".
რა მოიფიქრა კობახიძემ და რა დააჯერა ივანიშვილს, ეს არ ვიცი, ეს კარგად ეხერხება მას, ფაქტია, რომ ერთ ჭრილში განსახილველი კობახიძე და ღარიბაშვილი არ არის და ამიტომაც არიან ახლა სხვადასხვა სიტუაციაში. ამას რომ ვამბობდი ხშირად, ბევრს თუ არა ზოგიერთს მაინც ჰქონდა მიუღებლობა ამ ფრაზის, მე ვამბობ იმას, რაც რეალობაა, ფაქტია, ესენი რომ ერთნაირები იყვნენ არ იქნებოდა ერთი ირაკლი, ღარიბაშვილი ამ შემთხვევაში, ანტიკორუფციულში მიყვანილი. ამიტომ არი ეს დიფერენციაცია, შიგნით უფრო კარგად ჩანდა, ვიდრე ჩანს გარედან.
რაც დაარღვიეს ალბათ არის რაღაც თამაშის წესები, რომელიც მოქმედებს შიგნით, თორემ კორუფციის თემები აუდიტის სამსახურმა... ახლა ეს არის კორუფციის თემით შემოსაზღვრული, თუ "გაბანტული", მაგრამ რეალურად არის შიდა ძალიან დიდი ბრძოლის გამოხატულება და მათ შორის, ამ თემით გადაფარვას ცდილობენ რუსთაველზე რეპრესიების," - ამბობს ეკა ბესელია.
შეგახსენებთ, რომ სუს-ის ცნობით, ანტიკორუფციულ ბიუროში ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა.
სუს-ის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.