კობახიძე ღარიბაშვილზე პირველ კომენტარს აკეთებს

23.10.25 10:44
კობახიძე ღარიბაშვილზე პირველ კომენტარს აკეთებს

ირაკლი კობახიძე არ პასუხობს TV პირველის შეკითხვას, როდის შეეპარა გუნდს ეჭვი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უკანონო შემოსავლებს იღებდა. 

მისი თქმით, სუს-ში გამართული ბრიფინგის შესახებ კომენტარის გაკეთება არ სურს. 

მე არ ვიცი, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე. მე ამ თემასთან დაკავშირებით არ მინდა დამატებითი კომენტარი გავაკეთო. რა თქმა უნდა, ძალიან დასანანია ყველაფერი, რაც ხდება, თუმცა რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვებს, ამ შეკითხვების ადრესატი არის შესაბამისი უწყება.

მე არ მინდა არავითარი კომენტარი გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით. ადამიანურად ძალიან დასანანია, ის რაც ხდება. რა თქმა უნდა, ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ყველანაირი კომენტარის გაკეთებას მოვერიდები. ასეთი შეკითხვებით მიმართეთ შესაბამის უწყებებს. გიმეორებთ, არ ვაპირებ გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემას, თუ გაინტერესებთ, მიმართეთ შესაბამის უწყებას გამოძიებასთან დაკავშირებით და ყველაფერზე გიპასუხებენ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით,  მას შეუძლია საჯარო პირობა დადოს, რომ მის მთავარობაში კორუფციის ნიშანს ვერავინ ამოიკითხავს. 

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს და ზოგადად, კორუფციასთან ბრძოლას, მე შემიძლია დაგპირდეთ და პირობა მოგცეთ, რომ შეგიძლიათ დააკვირდეთ საქართველოს მთავრობის, ნებისმიერი სამთავრობო უწყების ნებისმიერ საქმიანობას, ნებისმიერ გადაწყვეტილებას და თუ ამოიკითხავთ ამ საქმიანობაში კორუფციის რაიმე ნიშანს, ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა კითხვას ვუპასუხოთ.

უნდა გიხაროდეთ ის, რომ 2024 წლის 8 თებერვლიდან მთავრობა მუშაობს გამჭვირვალედ. იცით, რომ კონკრეტული მიმართულებით პრაქტიკები შეიცვალა და შესაბამისად, ბიუჯეტი იღებს მაქსიმალურ სარგებელს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებიდან"- დასძინა მან. 

22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრი სუს-მა გამოკითხა. 

როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან.

 

მსგავსი სიახლეები