"კანონი ეფექტურად მუშაობს" - კობახიძე აქტივისტების დაკავებას გამოეხმაურა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" ახალმა კანონმა იმუშავა და გუშინ, პირველად ერთი წლის მანძილზე, რუსთაველის გამზირი არ გადაიკეტა.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" ყურადღებით გააგრძელებს მუშაობას, რათა ღარიბაშვილის სიტყვებით "რადიკალიზმი ბოლომდე ჩაიშალოს ჩვენ ქვეყანაში".
თქვენ ნახეთ, რომ პირველად, ამ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, რადიკალებმა ვეღარ მოახერხეს ქუჩის გადაკეტვა, ეს ნიშნავს იმას, რომ ახალმა კანონმა დაიწყო ამოქმედება. რა თქმა უნდა, არ უნდა მოვდუნდეთ, უნდა ყურადღებით გავაგრძელოთ მუშაობა, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, რადიკალიზმი ბოლომდე უნდა ჩაიშალოს ჩვენ ქვეყანაში.
კიდევ ერთხელ, არ შეიძლება 50 რადიკალი ძალადობდეს 3 მილიონ 700 ათას ადამიანზე და ამის წინააღმდეგ ამოქმედდა კანონმდებლობა და ხედავთ, რომ უკვე დაიწყო ეფექტურად მუშაობა ახალმა კანონმდებლობამ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, გუშინ საპოლიციო ძალებმა, რუსთავლეის გამზირზე, 30-მდე მოქალაქე დააკავეს, ზოგიერთი მაღგანი პოლიციამ ტროტუარიდან აიყვანა.
[ფოტო: მარიამ ნიკურაძე]