პირველი ინტერვიუ დაშავებულ აქტივისტთან: პოლიციამ ხელი დამარტყა სახეში, გადამიარეს, წიხლებს მირტყამდნენ
პირველი ინტერვიუ აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი სტეპანოვთან, რომელიც რუსთაველზე დაკავებებისას შეუძლოდ გახდა.
ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ მას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქტივისტს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
აქციაზე 21:00 საათის შემდეგ მოვედი, ვიდექი ტროტუარზე და აქციისსხვა მონაწილეებთან ვსაუბრობდი. შემოვარდა პოლიცია და სახის არეში ხელი დამარტყა, რის შემდხეგაც ძირს დავვარდი. ამის შემდეგ ფეხით გადამიარეს - ჩემს ზემოდან ვიღაცებს იჭერდნენ. რამდენიმე წუთით გონება დავკარგე და ხალხმა გამომიყვანა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ "ინგოროყვას კლინიკაში გადამიყვანა", ფეხი ძალიან მაქვს დაზიანებული, წელი, წარბი...
გზაც კი არ მქონდა გადეკეტილი, აქციაზე ახალი მოსული ვიყავი, არც გზა მქონდა გადაკეტილი და არც არავისთვის შემიგინებია, რომ ასე გამსწორებოდა. სამი პოლიციელი იყო, ვინც ტროტუარზე შემოვარდა , ერთ-ერთმა კი ხელი დამარტყა.