კობახიძე: არანაირ ლოგიკაში აღარ ჯდებოდა პეტერ ფიშერის ჩვენს ქვეყანაში ყოფნა

23.10.25 11:16
კობახიძე: არანაირ ლოგიკაში აღარ ჯდებოდა პეტერ ფიშერის ჩვენს ქვეყანაში ყოფნა

"არანაირ ლოგიკაში აღარ ჯდებოდა პეტერ ფიშერის ჩვენს ქვეყანაში ყოფნა" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერმინისტრმა განაცხადა. 

ირაკლი კობახიძის თქმით, პეტერ ფიშერი გერმანიის პირველი ელჩი იყო, რომელმაც ქართულ-გერმანული ურთიერთობები დააზიანა და მთავარია "ღირსეული კაცი დაინიშნოს მომავალში გერმანიის ელჩად". 

რეალურად, ძალიან კარგია, რომ გერმანიის ხელისუფლებამ მიიღო პრაგმატული გადაწყვეტილება ბატონი ფიშერის გაწვევასთან დაკავშირებით. უკვე არანაირ ლოგიკაში აღარ ჯდებოდა მისი ჩვენს ქვეყანაში ყოფნა. გერმანიის პირველი ელჩი იყო, რომელმაც დააზიანა ქართულ-გერმანული ურთიერთობები. მანამდე ეს ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა, გვქონდა ძალიან კარგი დინამიკა და ფიშერის პირობებში, ძალიან მძიმე ზიანი მიადგა ამ ურთიერთობებს. თუმცა ეს ურთიერთობები იმდენად ძლიერია, რომ მე დარწმუნებული ვარ, მისი გამოსწორება ძალიან მალე მოხდება. მთავარია, ღირსეული კაცი დაინიშნოს მომავალში გერმანიის ელჩად," - განაცხადა კობახიძემ.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩი ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია.

მსგავსი სიახლეები