ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ - კობახიძე

23.10.25 11:27
ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ - კობახიძე

 

 

 

"ქართული ოცნების" პრემიერმინისტრი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილს კორუფციის მიმართ უკომპრომისო დამოკიდებულება აქვს. 

ირაკლი კობახიძის თქმით, 2023 წელს, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა განაცხადა, რომ კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნებოდა.

შემიძლია დაგარწმუნოთ ერთ რამეში, ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ და თქვენ... ყოველთვის ასე იყო. მე მინდა, შეგახსენოთ 2023 წლის დეკემბერში, როდესაც ის შემობრუნდა პოლიტიკაში მან ერთ-ერთი მთავარი განაცხადი პარტიის ყრილობაზე გააკეთა სწორედ კორუფციასთან დაკავშირებით და გააკეთა განაცხადი პირდაპირ იმის შესახებ, რომ კორუფციასთან ბრძოლა იქნებოდა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი..." - ამბობს კობახიძე. 

22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრი სუს-მა გამოკითხა. 

როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან.

მსგავსი სიახლეები