სანქციები რუსულ კომპანიებს - კრემლი აშშ-ს პასუხობს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ახალ სანქციებს ეხმაურება. მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ სანქციები რუსეთს პრობლემებს ვერ შეუქმნის.
„აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ რუსული ნავთობკომპანიების, „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ ცალმხრივი ზომების დაწესებას საწინააღმდეგო შედეგის მომცემად მივიჩნევთ. მათ შორის უკრაინის კონფლიქტის მოგვარებისას მოლაპარაკებების გზით პროგრესის მიღწევის თვალსაზრისით. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება ჩვენთვის რაიმე სახის განსაკუთრებულ პრობლემებს ვერ შექმნის. ჩვენმა ქვეყანამ დასავლეთის შეზღუდვების მიმართ ძლიერი იმუნიტეტი გამოიმუშავა და თავისი ეკონომიკური, მათ შორის პოლიტიკური პოტენციალის განვითარებას სრული თავდაჯერებულობით გააგრძელებს“, - განაცხადა ზახაროვამ.
აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ დაასანქცირა.