რატომ არ აკავებენ ირაკლი ღარიბაშვილს - შალვა პაპუაშვილის პირველი კომენტარი
რატომ არ აკავებენ ირაკლი ღარიბაშვილს, მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერმა უკანონო შემოსავლების ფაქტი აღიარა? - ეს კითხვა დღეს "პირველებმა" "ოცნების" წევრებს, მათ შორის შალვა პაპუაშვილს დაუსვა.
პაპუაშვილი მიზეზად ყოფილი პრემიერის გამოძიებასთან თანამშრომლობას ასახელებს და აცხადებს რომ დანარჩენი უკვე სუს-ის კომპეტენციაა.
საჭიროა ნდობა სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ. ისინი თავის დროზე იტყვიან ყველა ინფორმაციას - აცხადებს "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე.
უმჯობესია ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით სამართალდამცავმა ორგანოებმა, შსს-მ, პროკურატურამ, სუს-მა ისაუბროს, მით უმეტეს, რომ ხედავთ, თვისობრივად შეცვლილია მათი კომუნიკაციის პრაქტიკა. ვფიქრობ, რომ ნაკლებობა ინფორმაციის არ გაქვთ. უმჯობესია მათ გააკეთონ ამ საკითხებზე შინაარსობრივი კომენტარი.
გუშინ იყო განცხადება უსაფრთხოების სამსახურის, გამოძიებასთან თანამშრომლობის შესახებ, რა მხრივ, რა შინაარსით, ეს ყველაფერი არის მათი კომპეტენცია, რომ გაასაჯაროონ და ამაზე ვსაუბრობ. გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ისაუბრა ყველა დეტალზე, მათ შორის ისაუბრა აღკვეთის ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით, რომ ისინი იმსჯელებენ. ასე რომ, მათგან მიიღებთ ყველა პასუხს. რა და როგორ იყო ყველაფერს მოგვახსენებენ სამართალდამცავი სტრუქტურები.
საჭიროა ნდობა სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ. ისინი თავის დროზე იტყვიან ყველა ინფორმაციას, შინაარსობრივს, სამართლებრივ შეფასებას, რასთან გვაქვს საქმე, რასთან არ გვაქვს საქმე. მიხარია, რომ პროკურატურა, შსს, უსაფრთხოების სამსახური ასე აქტიურად არიან კომუნიკაციაში და ჩვენ არ გვიწევს დამატებითი კომენტარი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრი სუს-მა გამოკითხა.
როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან.