რას წერდა კახა კალაძე გუშინ დაკავებულ ექიმზე

23.10.25 14:07
რას წერდა კახა კალაძე გუშინ დაკავებულ ექიმზე

სამოქალაქო აქტივისტები ორმაგ სტანდარტებსა და შერჩევით სამართალზე საუბრობენ - უწყვეტი პროტესტის მონაწილეები კახა კალაძის 2019 წლის პოსტს იხსენებენ, სადაც "ქართული ოცნების" მერი ვაჟა გაფრინდაშვილზე წერს, რომ ის თავისუფალი და გმირი ექიმია. 

კალაძის მაშინდელ პოსტში წერია, რომ ექიმი ხელშეუხლებელია მსოფლიოს ნებისმიერ ცხელ წერტილში. 

ამასთან, აქტივისტები იხსენებენ ერთ-ერთ ფოტოს, სადაც რუსეთის მოქალაქე შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მანქანასთან პოზირებენ, თუმცა მაშინ რუსეთის მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება არ დაწყებულა, განსხვავებით თამარ ლორთქიფანიძისგან. 

თამარი ავიდა პოლიციის მანქანაზე, რაც უკვე გაუკეთებია რუსის მოქალაქეს ჩვენ ქვეყანაში, თუმცა, სამწუხაროდ მასზე გამოძიება სისხლის სამართლის წესით გამოძიება არ დაწყებულა. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ბუნებრივი იყო, რაც თამარმა გააკეთა იმიტომ, რომ ასეთ ტურბულენტურ მდგომარეობაში ძალიან რთულია ემოციების კონტროლი. მანქანა არ დაზიანებულა, არ დაზიანებულა არცერთი პოლიციელი და ეს არ იყო მიზანმიმართული პროცესი, ეს იყო პროტესტის გამოხატვა. 

აიყვანეს ვაჟა გაფრინდაშვილი, ექიმი, რომელზეც ცოტა ხნის წინ, პოსტები იწერებოდა, მათ შორის კახა კალაძის მიერ, მისი გამამხნევებელი და მის შესახებ. ამ შემთხვევაში ვნახეთ პოლიცია, რომელიც დედას აგინებს ამ ექიმს," - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი.

ცნობისთვის, ვაჯა გაფრინდაშვილი, გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. 

თამარ ლორთქიფანიძე კი რუსთაველის გამზირზე, პოლიციის მანქანაზე ასვლის გამო, სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

მსგავსი სიახლეები