პარტიების აკრძალვის გეგმა - "ოცნება" რამდენიმე ვერსიას განიხილავს

23.10.25 14:23
პარტიების აკრძალვის გეგმა  - "ოცნება" რამდენიმე ვერსიას განიხილავს

 

 

"ქართული ოცნების" სარჩელი პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშრებით საკონსტიტუციო სასამართლოში ორშაბათამდე გაიგზავნება. 

ირკვევა, რომ "ქართული ოცნება" რამდენიმე ვერსიას განიხილავს - აკრძალოს პარტიები, აკრძალოს პარტიების წარმომადგენლები საკრებულოებსა და პარლამენტში. თუ აკრძალოს ინდივიდუალური პირების პოლიტიკური საქმიანობა. 

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანამდე მხოლოდ ეს საკითხი დარჩა განსახილველი, რადგან მისი თქმით აღნიშნული სარჩელი ისტორიაში შევა და ისეთი დოკუმენტი უნდა იყოს, რომელიც "ისტორიული დოკუმენტის სახელს დაიმსახურებს". 

პარტიებთან დაკავშირებით გვაქვს რამდენიმე ოფცია, ამ სარჩელიდან გამომდინარე: პირველი, მოვითხოვოთ ამათუიმ პარტიის საქმიანობის აკრძალვა; მეორე, მოვითხოვოთ ამათუიმ პარტიის სახელით წარმომადგენლობით ორგანოებში არჩეული პირებისთვის მანდატების შეწყვეტა; მესამე, მოვითხოვოთ ცალკეული ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა და სამომავლო ინსტრუმენტი ზოგადად არსებობს მემკვიდრე პარტიისა, თუ მოხდება პარტიის აკრძალვა და მისი წევრები იდენტურ პარტიას შექმნიან მისი აკრძალვა. 

მათ შორის ამაზე ვიმსჯელოთ, ამ სამი ოფციიდან რომელი, ან რომელი კომბინაციით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ეს არის პირველი შემთხვევა პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლომ. ეს არის ისტორიული პროცესი და ჩვენ გვინდა, რომ სარჩელი, რომელიც საქართველოს ისტორიაში შევა იყოს ისეთი დოკუმენტი, რომელიც იმსახურებს შემდეგ, რომ ისტორიული დოკუმენტის სახელი ჰქონდეს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები