"გამოძიება საუკეთესო აღკვეთ ღონისძიებას გადაწყვეტს" - რას ამბობენ ღარიბაშვილზე "ოცნებაში"

23.10.25 15:19
"გამოძიება საუკეთესო აღკვეთ ღონისძიებას გადაწყვეტს" - რას ამბობენ ღარიბაშვილზე "ოცნებაში"

ირაკლი ღარიბაშვილზე დასმულ კითხვებს "ოცნების" წევრების ნაწილი თავს არიდებს - დღეს "პირველებმა" ივანიშვილის გუნდის წევრებს ჰკითხა, როგორ ებრძვიან კორუფციას, როდესაც ქვეყნის ყოფილი პრემიერი და პირველი პირი კლორუფციულ სკანდალშია გახვეული და რომელმაც უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი დაადასტურა.

კორუფციას რომ არ ვებრძოდეთ, ეს გამოძიება ხომ არ იქნებოდა? - ეუბნება ლადო ბოჟაძე "პირველებს".

გამოძიებასთან თანამშრომლობა იმას ნიშნავს, რომ არავითარი საფრთხე იმისა, რომ ბატონი ირაკლი ან საქართველოს დატოვებს, ან არ ითანამშრომლებს ან გამოძიებაზე ზეწოლას მოახდენს, ასეთი არ იქნება.  არავის არ აქვს რესურსი ქვეყანაში, გამოძიებაზე რაიმე გავლენა მოახდინოს. კორუფციას ვებრძვით კი, ესეც კორუფციასთან ბრძოლის ნაწილია. კორუფციას რომ არ ვებრძოდეთ, ეს გამოძიება ხომ არ იქნებოდა", - ამბობს ლადო ბოჟაძე. 

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის პასუხისგებაში მიცემას, "ოცნების" წევრი, ლევან მახაშვილი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერის მიმართ გამოძიება ფიქრობს და საუკეთესო აღკვეთ ღონისძიებას გადაწყვეტს.

(ღარიბაშვილი) არსად არ წასულა, აქ არის და თანამშრომლობს სრულად გამოძიებასთან. საუკეთესო აღკვეთ ღონისძიებას გადაწყვეტენ რა არის და მიიღებენ ამას"- აცხადებს ლევან მახაშვილი.  

22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრი სუს-მა გამოკითხა. 

როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან.

 

მსგავსი სიახლეები