დაკავებული ანდრია (სანდრო) ლილუაშვილი 10-მდე კომპანიას ფლობს

23.10.25 15:49
დაკავებული ანდრია (სანდრო) ლილუაშვილი 10-მდე კომპანიას ფლობს

სუს-ის ექს-ხელმძღვანელის ნათესავი, ანდრეა ლილუაშვილი 8 კომპანიას ფლობს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებული პირის შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე იძებნება. 

ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ანდრეა ლილუაშვილი ფლობს: 

  1.  შპს "ოილ ვეი" - დირექტორი/მეწილე
  2. შპს "გაზინვესტ-გორი", 
  3. შპს "გლობალ მენეჯმენტ გრუპი", 
  4. შპს "ატლასი-ლკ",
  5. შპს "ბაუ სტარ მს",
  6. შპს "საგურამო გარდენი",
  7. შპს "უნი კალი",
  8. შპს "ჯორჯიან პეტროლიუმ დისტიბუშენი",
  9. შპს "ოილ ლენდი",
  10.  შპს "სმარტკო ნიუ" - დირექტორი.

დღეს "პირველებმა" კითხვები დაუსვა ანდრია ლილუაშვილის ბიზნეს-პარტნიორს გიორგი სოლომნიშვილს და ჰკითხა, დაინტერესდა თუ არა გამოძიება ლილუაშვილის ბიზნესით და გამოკითხნენ თუ არა მისი ბიზნესპარტნიორები:

არაფერი ინფორმაცია არ მაქვს. რაც თქვენ იცით, ის ვიცი მეც. არაფრის საქმის კურსში არ ვარ. არ გამოვუკითხივარ არავის. არის საჯარო ინფორმაცია, ყველას ყველაფრის ნახვა შეუძლია", - განაცხადა სოლომნიშვილმა. 

ცნობისთვის, ანდრია ლილუაშვილს ხელბორკილები რამდენიმე საათის წინ დაადეს.

სუს-ის ექს შეფის ნათესავს  განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება იმ პირების მიმართ, ვისთანაც, შესაძლოა, დანაშაულებრივ კავშირში იყო ანდრია ლილუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი, კობა ხუნდაძე დააკავეს. უწყების ცნობით, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 94 კონვერტად დახარისხებული ფულადი თანხა, საერთო ჯამში 1 319 300 აშშ დოლარი.

მსგავსი სიახლეები