კოალიციური მთავრობა - არსებობს თუ არა კრიზისის საფრთხე

22.10.21 11:23
კოალიციური მთავრობა - არსებობს თუ არა კრიზისის საფრთხე

ოპოზიციაში ამბობენ, რომ თბილისს პოლიტიკური კრიზისი ნიკა მელიას მერად არჩევის შემთხვევაში არ ემუქრება. თბილისის საკრებულო, სადაც უმრალესობა "ქართული ოცნებას" ოპოზიციურ კოალიციას პრობლემებს ვერ შეუქმნის. ოპოზიციაში განიხილავენ, რომ მელიას მერად არჩევის შემთხვევაში, თბილისის საკრებულოს უმრავლესობა ავტომატურად დაიშლება და მმართველი გუნდი უმრავლესობაში ვერ იქნება. 

საკრებულო "ოცნების" ვერ იქნება ეს ძალთა ბალანსი შეიცვლება აუცილებლად,  განცხადება მერობის კანდიდატის "ოცნების", რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში საკრებულო მათ არ დაამტკიცებს, უკვე დამარცხების აღიარებაა. მოქალაქეები დადგებიან ისტორიის სწორ მხარეს", - ამბობს "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე. 

თუ "ქართული ოცნების" უმრავლესობა კოალიცური მთავრობის  ინიციატივას ჩააგდებს, მელიას კანონი უფლებას აძლევს სამ-სამი თვით ადამიანები თანამდებობებზე დანიშნოს, შემდეგ კი როტაცია განახორციელოს და 4 წელი იმუშაოს. ოპოზიციის მერობის სარეთო კანდიდატი რუსთავში, დავიოთ კირკიტაძე  მიიჩნევს, რომ კოალიციური მთავრობის არსებობა  ხალხის ნებაა და ხელისუფლება ვერ შეძლებს წინ აღუდგეს. 

ვერცერთი პოლიტიკური ძალა და ვერცერთი საკრებულო წინ ვერ აღუდგება ხალხის ნებას,  მაგალითად, რუსთავში და ბათუმში, სადაც ოპოზიციას გვაქვს უმრავლესბა, აქაც იქნება მსგავსი ვითარება, ხალხი რასაც გადაწყვეტს და რომელ მერობის კანდიდატსაც დაუჭერს მხარს, ბუნებრივია, პოლიტიკური ძალები არ მოვახდენთ კრიზის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ყველაფერზე დავეთანხმებით. გარწმუნებთ, საკრებულოს თითოეული წევრი ვერ წავა ხალხის ნების საწინააღმდგოდ, იძულებული გახდება დაყვეს ხალხის ნებას, ხალხის ნება არის აშკარად გამოხატული მათ სურთ კოალიციური მთავრობა ადგილობრივ თვითმართველობაში", - ამბობს კირკიტაძე.