აფგან სადიგოვს სასამართლომ 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

23.10.25 15:54
აფგან სადიგოვს სასამართლომ 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს სასამართლომ 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

თბილისში მცხოვრებ კაცს შსს 18 ოქტომბერს გზის გადაკეტვას ედავება. 

„მე ბოლომდე ქართველი ხალხის გულშემატკივარი ვარ, რომელთა უფლებებიც ირღვევა. ივანიშვილი დიქტატურისკენ მიაქანებს საქართველოს. ივანიშვილს ვინც ეთანხმება, ისიც დიქტატურას უჭერს მხარს. რატომ იმ ფაქტებს არ იძიებთ, რასაც ადამიანების წინააღმდეგ სჩადიან? ივანიშვილია დასასჯელი. ერთი წელი შეგიძლია მომისაჯოთ, რადგან, რომ გამოვალ, მაშინვე აქციაზე გავალ. დიქტატურის მხარდამჭერი ნუ იქნებით. ივანიშვილი დიქტატორი, ბოლომდე!",- განაცხადა აფგან სადიგოვმა.

IPN.GE 

მსგავსი სიახლეები