ჩხრეკისას თანხა ამოღებული არ არის - სუს-ის ექს-შეფის დაკავებული ნათესავის ადვოკატის პირველი კომენტარი

23.10.25 17:03
ჩხრეკისას თანხა ამოღებული არ არის - სუს-ის ექს-შეფის დაკავებული ნათესავის ადვოკატის პირველი კომენტარი

 

 

სუს-ის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დღეს დაკავებული სანდრო (ანდრია) ლილუაშვილი უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილია. 

TV პირველმა ბრალდებულის ადვოკატის ჩაწერა მოახერხა - გაგი მოსეშვილი ამტკიცებს, რომ სანდრო ლილუაშვილის სახლების ჩხრეკის შედეგად ფული ამოღებული არ არის.

"სულ გაიჩხრიკა, სანდრო (ანდრია) ლილუაშვილის 4 სახლი, მაგრამ ფული სახლებიდან არ ამოუღიათ" - ამბობს ლილუაშვილის ინტერესების დამცველი.

როგორც ადვოკატმა ცოტა ხნის წინ, მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ჯერჯერობით მისთის უცნობია, თუ სად ჰყავთ გადაყვანილი დაკავებული ანდრიოა ლილუაშვილი. 

ვადასტურებ, რომ 4 ობიექტზე ნამდვილად ჩატარდა ჩხრეკა, თუმცა, ჩხრეკის შედეგად არ არის ამოღებული რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ჩხრეკის შედეგად ამოღებული არ არის თანხა, რაც ალბათ მნიშვნელოვანია ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ამიტომ დაკავების სამართლებრივი საფუძველი ცოტა არ იყოს გასაკვირია.

ჩვენთვის ცნობილი არ არის დაკავების საფუძველი. ჩვენთვის ცნობილია, რომ ანდრია ლილუაშვილი წლების განმავლობაში არის ბიზნესში - 2000 წლიდან აქვს ბიზნესი. ეს არ არის ახალი გარემოება. რაც შეეხება საქმეში ბრალდების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, ამაზე კომენტარს ფიზიკურად ვერ გავაკეთებ, რადგან საქმის მასალებს არ ვიცნობ. კიდევ ვიძახი მისი სახლიდან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ამოღებული არ არის. რაც შეეხება ოქროს, ოქრო არის ყველა ადამიანის საცხოვრებელ ბინაში.

ეს არ არის ის გარემოება, რის გამოც შეიძლება დააკაონ. ჩვენ საქმის მასალები რომ გვექნება და გავეცნობით, საზოგადოებას უფრო მეტს ინფრომაციას მივაწვდით.  ჯერჯერობით არ ვიცით სად იმყოფება დაკავებული პირი. სამწუხაროდ, ჩვენთვის ცნობილი არ არის სად იმყოფება", - ამბობს გაგი მოსიაშვილი. 

ცნობისთვის, ანდრეა ლილუაშვილს ხელბორკილები რამდენიმე საათის წინ დაადეს. სუს-ის ექს შეფის ნათესავს  განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება იმ პირების მიმართ, ვისთანაც, შესაძლოა, დანაშაულებრივ კავშირში იყო ანდრია ლილუაშვილი.

  • შეგახსენებთ, რომ გუშინ პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი, კობა ხუნდაძე დააკავეს. უწყების ცნობით, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 94 კონვერტად დახარისხებული ფულადი თანხა, საერთო ჯამში 1 319 300 აშშ დოლარი.

დაკავებების სერიამდე მამუკა მდინარაძის უწყებამ თქვა, რომ ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი ბინები გაჩხრიკეს.

მოქმედმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ მედიას უთხრა, რომ „ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა“.

კადრებში, რომელსაც უწყებამ გაავრცელა ფულთან ერთად [7 002 200 აშშ დოლარი და 136 000 ლარი ] ჩანდა ძვირფასეულობა, ბრიალიანტის ბეჭდები, ოქროს ზოდები, ოქროს მოენტები, ლეპტოპები და სხვა. 

მსგავსი სიახლეები