ფარცხალაძის გარემოცვა ალაპარაკდა - მიხეილ ჩოხელის ადვოკატი სეიფიდან ამოღებულ მილიონებზე პირველ განმარტებას აკეთებს
ფარცხალაძის გარემოცვა ალაპარაკდა - მიხეილ ჩოხელი ამტკიცებს, რომ სეიფებიდან ამოღებული მილიონები ლეგალური გზით აქვთ ნაშოვნი. ჩოხელი, რომლის საბანკო სეიფიდან თითქმის 3 მილიონი ამოიღეს, ირწმუნება, რომ წლებია ბიზნესი აქვს და ფული ამ ბიზნესით აკეთა.
როგორც მისი ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი "პირველებთან" აცხადებს, ჩოხელი მზად არის პროკურატურაში ამის დამამტკიცებელი მტკიცებულებები წარადგინოს.
სახელმწიფო ბრალდების მხარემ გააკეთა ოდიოზური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს თანხები არის თურმე ამოღებული, მაგრამ მის კანონიერებასა თუ ლეგიტიმურობას თუ უკანონობასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ბრალდებას განმარტება არ გაუკეთებია. ამიტომ, მე როგორც ადვოკატი გავმარტავ და სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ არაფერი მიშას რაიმე უკანონო წარმომავლობის თანხა არ ჰქონია. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ საგამოძიებო უწყებას წარვუდგენთ შესაბამის დოკუმენტაციას, თუმცა თავადაც საგამოძიებო უწყება აღნიშნულის შესახებ ფლობს ინფორმაციას", - ამბობს გაგი მოსიაშვილი.
პროკურატურის ცნობით, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში 2 904 900 აშშ დოლარია ამოღებული.