დიდი სიხარულია ქართველი მებრძოლის, მზია ამაღლობელის მსოფლიო აღიარების ყურება - ელენე ხოშტარია

23.10.25 19:07
დიდი სიხარულია ქართველი მებრძოლის, მზია ამაღლობელის მსოფლიო აღიარების ყურება - ელენე ხოშტარია

“დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხიდან წერილში აქვეყენებს და „ნეტგაზეთისა“ და “ბათუმელების“ დამფუძნებლისთვის, მზია ამაღლობელისთვის 2025 წლის სახაროვის პრემიის მინიჭებას ეხმაურება.

მისი თქმით, ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის მინიჭება აჩვენებს საქართველოს ბრძოლა რამდენად დაფასებულია.

ძალიან დიდი სიხარულია ქართველი მებრძოლის მზია ამაღლობელის მსოფლიო აღიარების ყურება, განსაკუთრებით საკნიდან.

ეს აჩვენებს ერთი ადამიანის პრინციპულობას რამდენი შეუძლია. ეს აჩვენებს საქართველოს ბრძოლა რამდენად დაფასებულია. ეს აჩვენებს, რომ დღევანდელი ბრძოლა საქართველოს სრულიად ახალ, საამაყო ისტორიას წერს.

ვულოცავ და ჩემს პატივისცემას გამოვხატავ ქალბატონი მზიას მიმართ. რუსთავის ქალთა ციხე“, - წერს ელენე ხოშტარია.

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ.

მსგავსი სიახლეები