აღიარების მიუხედავად, ღარიბაშვილი თავისუფლებაზეა - რას უპირებენ ექს-პრემიერს

23.10.25 20:14
აღიარების მიუხედავად, ღარიბაშვილი თავისუფლებაზეა - რას უპირებენ ექს-პრემიერს

რას უპირებენ ღარიბაშვილს? - ექს პრემიერი დამნაშავედ გამოაცხადეს, მაგრამ არ დააკავეს, დანაშაული აღიარა, თუმცა ბრალი არ წაუყენეს.

ოცნების მმართველობის 13 წლიდან 8 წელი ირაკლი ღარიბაშვილი მაღალ თანამდებობებს იკავებდა. ერთ დროს ივანიშვილის სანდო კაცი ჯერ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ პრემიერი, შემდეგ თავდაცვის მინისტრი და ისევ პრემიერი. თავადვე აღიარა, რომ წლები უკანონო შემოსავლებს იღებდა, დღეს კი ირაკლი კობახიძე ირწმუნებოდა, რომ ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილის გვერდის ავლით ალაგებდა.

კობახიძისვე ლოგიკით, კორუფციასთან ბრძოლა ივანიშვილს 2023 წელს გაახსენდა. ამ გახსენების მერეც, ოცნებაში დარჩენილებს ყოფილების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების დასაწყებად 2 წელი დასჭირდათ. 

უკვე მეორეე დღეა პროკურატურა დუმს არადა ახლა ყველაფერი გვარაკიძის უწყებაზეა. სუსმა გუშინ დაანონსა, რომ ღარიბაშივლის აღიარებითი ჩვენების შემდეგ, ბრალის წარდგენა და აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ, ბრალიც პროკურაუტრამ უნდა წარადგინოს და სასამრთლოსაც მან მიმართოს. ოცნებაში მიანიშნებენ, რომ წინასწარი პატიმრობა არ იქნება.   

დეტალები ნახეთ, თათია წოწონავას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები