ხელისუფლება ჩვენია, ჩვენ გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი - ღარიბაშვილი
"ხელისუფლება ჩვენია, ჩვენ გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი", - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში განაცხადა. მან სენაკის მერობის ოპოზიციური კანდიდატიი კობა ნაყოფია გააკრიტიკა და მოსახლეობას მოუწოდა, ოპოზიციურ კანდიდატს არ მისცენ ხმა.
კობა ნაყოფია არის კაცი, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია სენაკისთვის, არაფერი საერთოდ, არავითარი შემხებლობა, კონტაქტი არ ქონია სენაკთან. რა უნდა მინდა სენაკელებს მივმართო, რა პერსპექტივა აქვს კობა ნაყოფიას, მითუმეტეს, ხელისუფლება ჩვენია, ჩვენ გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი, რომ გავიდეს ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს უბრალოდ, ეს არის თავის მოტყუება, თავის დაჩაგვრა და თავის დასჯა გამოდის, ძვირფასო სენაკელებო ხმა უნდა მივცეთ "ქართული ოცნების" კანდიდატს", - ამბობს ღარიბაშვილი.