პარტიების აკრძალვის გეგმა - რა ვარიანტებზე მუშაობს ივანიშვილის გუნდი
"ოცნების" განაჩენი ოპოზიციას - პირველად, ქვეყნის ისტორიაში პარტიების ასაკრძალი სარჩელი სასამართლოში შედის. ეს ან ხვალ, ან ორშაბათს მოხდება. კობახიძე ამბობს, რომ ახლა მხოლოდ დეტალები ზუსტდება. ოცნებაში ფიქრობენ, რომ რა უნდა მოითხოვონ სასამართლოსგან. ეს დიდი ალაბთობით იქნება, რომ აკრძალონ პარტიები, აკრძალონ პოლიტიკოსები და აკრძალულ პარტიებს შეუწყვიტონ მანდატები.
საკონსტიტუციო სარჩელის შეტანამდე ერთმა მოსამართლემ ირინა იმერლიშვილმა მოსამართლის მანტიაზე მოულოდნელი უარი თქვა, თუმცა პლენუმის შევსებაც მალევე მოესწრო. მიხეილ ყაველაშვილმა მის ნაცვლად გიორგი მოდებაძე დანიშნა. სასამართლო სისტემაში ის მოსამართლე არასდროს ყოფილა. იყო მენეჯერი, სამდივნოს უფროსი და უფროსი სპეციალისტი. პლენუმის შემადგენლობაში ოცნება წესით სიურპრიზებს არ ელოდება.
ახლა მთავარი ინტრიგაა მოხვდებიან თუ არა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პარტიები ასაკრძალთა სიაში და რომელ პოლიტიკოსებს შეუჩერებს ქართული ოცნება პოლიტიკურ საქმიანობას. მთავარი სამიზნე რომ ნაციონალური მოძრაობაა - ეს ამ პარტიაში დიდი ხანია იციან და მოსალოდნელი შედეგისთვისაც მზად არიან. ამბობენ, რომ ხელისუფლება დიქტატურას ამყარებს, რადგან დემოკრატიაში ოპოზიცია არ უქმდება.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.