ღარიბაშვილის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ექს-პრემიერს მოწმის სტატუსი აქვს
სამთავრობო მედიას ცოტა ხნის წინ ინტერვიუ მისცა ირაკლი ღარიბაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა.
როგორც უფლებადამცველი ამბობს, ღარიბაშვილთან სუს-ს კითხვები ორი მიმართულებით ჰქონდა - ერთი უკავშირდებოდა პერიოდს, როდესაც პირველად გადადგა პრემიერმინისტრის პოსტიდან და წავიდა ბიზნესში.
გიგუაშვილის თქმით, ამის შემდეგ გამოძიება უკვე დაინტერესდა მეორედ გაპრემიერების დროს მისი შემოსავლებით.
უფლებადამცველი სამთავრობო მედიასთან ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილს აქვს მოწმის სტატუსი.
ბატონი ირაკლი იყო მოწმის სტატუსით გამოკითხული, შესაბამისად, მან გააკეთა განმარტებები იმ ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც ეწეოდა, როდესაც იყო კერძო სექტორში.
პირველი პრემიერობის შემდეგ, ასევე იმ პერიოდთან დაკავშირებით ჰქონდა გამოძიებას კითხვები, რომელიც, მის პოლიტიკაში დაბრუნებას უკავშირდება და მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნას.
ვფიქრობთ, რომ ყველა კითხვაზე, რომელიც გამოძიებას ჰქონდა, ამომწურავი და დამაჯერებლი პასუხები იქნა გაცემული. მისი თანამშრომლობა გამოძიებასთან ცალსახააა და ნათელი. არ გამორვიცხავ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ბატონმა ირაკლი თავად გააკეთოს განმარტებები საზოგადოების წინაშე" - ამბობს ადვოკატი რუსთავი 2-თან.
- 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრი სუს-მა გამოკითხა.
როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან.