წინასაარჩევნო ნადირობა ყოფილ ძალოვნებზე - დაკავებულები ბრალის წარდგენას ელოდებიან

22.10.21 11:52
წინასაარჩევნო ნადირობა ყოფილ ძალოვნებზე -  დაკავებულები ბრალის წარდგენას ელოდებიან

წინასაარჩევნო ნადირობა ყოფილ ძალოვნებზე - დაკავებული ლექსო რაფავა და გია დათიაშვილი ბრალის წარდგენის მოლოდინში არიან. არც ერთი მათგანი  ბრალს არ აღიარებს, მათ თქმით, საქმე  პოლიტიკურ რეპრესიებს ეხება. 

დღეს წარუდგენენ სავარაუდოდ, ბრალს, დღის მეორე ნახევარში, თუ შეიძლება ამას ბრალი ვუწოდოთ და ვნახოთ, რა იქნება, ჩვენ ბოლომდე არც კი ვიცით რა არის ვითომ ამოღებული, იმიტომ, რომ გიას არ უნახავს ოქმი, ვერც წაიკითხავდა, იმიტომ, რომ სათვალეს ხმარობს და არ მისცეს ამის საშუალება. ოქმი წარუდგინეს ხელმოსაწერად მხოლოდ პოლიციაში მიყვანისას და არანაირი რეალური, საპროცესო, კანონით გათვალისწინებული მოქმედება არ ჩატარებულა. აი, როგორც რურუას შემთხვევაში გააკეთეს, დაახლოებით იგივე ვითარება გვაქვს აქაც. მას როგორც აცნობეს, ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიები, - ამბობს ადვოკატი.

ყოფილი ძალოვანების დაკავების სპეცოპერაცია სამეგრელოში გუშინ გვიან ღამით გახორციელდა. დაკავებულები ოპოზიციის ის მხარდამჭერები არიან, ვინც სამეგრელოში არჩევნების გაყალბების სქემები გამოავლინეს.

საქმეზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- ტარების მუხლით დაიწყო.