კობახიძემ მდინარაძეს "სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი ლეიტენანტის" წოდება მიანიჭა

24.10.25 10:40
კობახიძემ მდინარაძეს "სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი ლეიტენანტის" წოდება მიანიჭა

ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსს, მამუკა მდინარაძეს "სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი ლეიტენანტის" წოდება მიანიჭა - ამის შესახებ 23 ოქტომბრით დათარიღებული ბრძანებით ხდება ცნობილი, რომელსაც ხელს "ოცნების" პრემიერ-მინისტრი აწერს. 

„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის 5° მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის 2¹ პუნქტის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტს, მამუკა მდიწარაძეს მიეწიჭოს მორიგი საშუალო სპეციალური წოდება „სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი ლეიტენანტი“, 2025 წლის 30 ოქტომბრიდან." - ნათქვამია ბრძანებაში.

მსგავსი სიახლეები