კაცი, რომელიც ამბობდა რომ ქინძი იყო, სხვადასხვა პროდუქტებთან ერთად იმოგზაურა 2 დღე - ღარიბაშვილი

22.10.21 12:03
კაცი, რომელიც ამბობდა რომ ქინძი იყო, სხვადასხვა პროდუქტებთან ერთად იმოგზაურა 2 დღე - ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს ციხეში ყოფნა დიდხანს მოუწევს. ამის შესახებ პრემიერმა სენაკში ისუაბრა. ღარიბაშვილის შეფასებით, სააკაშვილის ქმედებები არასერიოზულია და მას პოლიტიკაში დარჩენაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს. 

კაცი, რომელიც ამბობდა, რომ ქინძი იყო, ახლა გამოდის რომ სხვადასხვა პროდუქტებთან ერთად იმოგზაურა 2 დღე. წარმოიდგინეთ, კატასტროფაში ვართ პირდაპირ, როცა ეს ადამიანი ჯერ კიდევ აცხადებს პრეტენზიას, ახლა უკვე ციხიდან, პოლიტიკაში დარჩენაზე", - თქვა ღარიბაშვილმა.