ოპოზიციის აკრძალვის გადაწყვეტილებას "ლელო" საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

24.10.25 12:11
ოპოზიციის აკრძალვის გადაწყვეტილებას "ლელო" საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, პოლიტიკური ველიდან ოპოზიცია გააქროს, "ლელო" საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ირაკლი კუპრაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ოპოზიციონერის თქმით, "ლელო" "ოცნების" დანაშაულებრივი ქმედებების აღსაკვეთად ყველა ხერხს და მეთოდს მიმართავს. მისი თქმით, დღის წესრიგშია სარჩელის შეტანა სტრასბურგის სასამართლოშიც.  

ანტიქართული ოცნება აგრძელებს საქართველოში დემოკრატიის მრავალპარტიული პლურალიზმის დევნას და განადგურებას. ივანიშვილის რუსული დავალება, რომელიც მას გააჩნია, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთს: საქართველოში დაანგრიოს და გაანადგუროს ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და შესაძლებლობა შეუზღუდოს მოქალაქეებს დემოკრატიული და ევროპული განვითარების.

ამ ქლების განმავლობაში ივანიშვილმა გადადგა უმძიმესი, დანაშაულებრივი ნაბიჯები ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ქართული ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი, დანაშაულებრივი და უბინძურესი გადაწყვეტილება ივანიშვილის მხრიდან იქნება მის მიერ დაანონსებული ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, რასაც ჩვენ აუცილებლად შევეწინააღმდეგებით.

კოალიცია "ლელო- ძლიერი საქართველოს" გაცხახდებული პოზიციაა, რომ ყველა შესაძლო ხერხს და მეთოდს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ივანიშვილს არ მივცეთ იოლად ოპოზიციური, პროდასავლური, ევროპული პარტიების აკრძალვის შესაძლებლობა. 

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში აუცილებლად გავასაჩივრებთ და უახლოეს დღეებში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც მოითხოვს ანტიკონსტიტუციური იმ მუხლების გაბათილებას და თავის მხრივ, მოითხოვს დროებითი შეჩერების მექანიზმის გამოყენებას საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან. საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელის პირობებში ვალდებული იქნება, რომ შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება და თავის მხრივ, ვერ განიხილოს "ქართული ოცნების" კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც სინამვდილეში, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დევნის მქანიზმად პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ, ევროპული და დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევას ჩვენს ქვეყანაში.

დროებითი შეჩერების მექანიზმის გამოყენება არის ერთადერთი სწორი ფორმა ახლა, რითაც ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუშალოთ "ქართულ ოცნებას" იმ დრაკონული, დანაშაულებრივი, რუსული ძალადობრივი კონსტიტუციური სარჩელის განხორციელებაში.

ამის პარალელურად, ჩვენ ვემზადებით ბრძოლისთვის სტრასბურგის სასამართლოში. ის, რა ხდება დღეს "ქართულილ ოცნების" და ივანიშვილის მხრიდან, ეს არის ევროპული კონვენციების საერთაშორისო სამართლის დარღვევა, რაც უპასუხოდ არ დარჩება ჩვენი მხრიდან, - განაცხადა ირაკლი კურპაძემ. 

მსგავსი სიახლეები