ნიკა მელია ისე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი - ღარიბაშვილი
ნიკა მელია ისე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა.
ნიკა მელია ისე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი. აი, ეს მინდა ვუთხრა ბატონ მელიას. შეეშვას ტყუილებს, მანაც კარგად იცის, რომ ვერ გახდება თბილისის მერი. ის არის ჩვეულებრივი ჯალათი, ზონდერი და კრიმინალი. ის არ იმსახურებს ჩვენი ქვეყნის ხელმეორედ დანგრევას“ , - განაცხადა ღარიბაშვილმა.