"ნაცმოძრაობა" ბოროტი ძალაა, რომელიც ბოროტი ადამიანებისგან შედგება - კობახიძე
,,ენმ" არის ერთიანი ბოროტი პოლიტიკური ძალა, რომელიც შედგება ბოროტი ადამიანებისგან - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს და ნიკა მელიას ბოროტი ზრახვები აქვთ, თუმცა მათ ამის საშუალებას "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ მისცემს.
არის შიდა დაპირისპირებები, კონფლიქტები ,,ნაცმოძრაობაში". რამდენიმე ჯგუფია და ეს არის მათი ერთი პრობლემა. გარდა ამისა, მელიას აქვს რაღაცა თამაშები, 5-იც არ გამოაკრა საკუთარ ბილბორდებზე. ფიქრობს, რომ თუ გაემიჯნება ფსიქოლოგიურად ,,ნაცმოძრაობას", ამ შემთხვევაში მეტ ხმას მიიღებს და ა.შ.
ეს არის რაღაც ბავშვური გათვლები და ბავშვური თამაშები, სინამდვილეში, მთავარი არის ერთი, რომ ეს არის ერთიანი ბოროტი პოლიტიკური ძალა, რომელიც შედგება ბოროტი ადამიანებისგან და მელიას ერის ერთ-ერთი... სააკაშვილი, მელია, ისინი არიან ბოროტი ადამიანები, რომლებსაც აქვთ ბოროტი ზრახვები. ამის აღსრულების საშუალება მათ, ბუნებრივია, არ მიეცემათ და ამაზე პასუხისმგებელია ჩვენი ხელისუფლება, - განაცხადა კობახიძემ.