სააკაშვილი ყველაფერში ჰიტლერს ბაძავს, უბრალოდ, „ფეიკი“ გამოდის - ღარიბაშვილი
"სააკაშვილი ყველაფერში ჰიტლერს ბაძავს", - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში ჟურნალისტებთან განაცხადა.
არარელევანტური შეიძლება იყოს სააკაშვილის ჰიტლერთან შედარება, მაგრამ ეს ადამიანი ყველაფერში ბაძავს, უბრალოდ, „ფეიკი“გამოდის, რატომ? როდესაც ჰიტლერი ციხეში პირველად ჩასვეს, მანაც შიმშილობა დაიწყო, ძალიან ბევრი მნახველი მიდიოდა, დაახლოებითი იგივე სცენარი დადგა ამ საცოდავმა კაცმა ციხეში. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ჰიტლერს, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მოეთხოვა კიდევ ძალაუფლებაში, ხელისუფლებაში დაბრუნება და ეს ხალხს, მსოფლიოს, დაეჯერებინა, ჩვენს მასშტაბებში დაახლოებით იგივეა... ამ კაცმა ქვეყანა დაანგრია, გადაუარა ქვეყანას, ტანჯა, დახოცა ხალხი, ტერიტორიები დაკარგა, ჩააბარა კოდორი, სოფლები და შემდეგ „ქვების გროვა“ უწოდა დაკარგულ ტერიტორიებს. მაჩვენეთ ნებისმიერი მოქალქე, ვინც ამ ადამიანს ხმას აძლევს. ეს არის სირცხვილი, დანაშაული და დანაშაულში თანამონაწილეობა. მინდა, მათ ამომრჩეველს მივმართო, მესმის, რომ შეიძლება, ყველა არ არის დღევანდელი ხელისუფლებით კმაყოფილი. ეს ნორმალურიც არის, ამიტომ ეს არის ჩვენთვის ერთი მხრივ, გაკვეთილი, რომ უფრო მეტი უნდა ვიმუშავოთ, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.