ღარიბაშვილი შეიძლება, გახდეს პავლიკა მოროზოვი და მამამისი ჩაუშვას - დავით ჭკადუა
ღარიბაშვილი შეიძლება, გახდეს პავლიკა მოროზოვი და მამამისი ჩაუშვას, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა დავით ჭკადუამ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, კონკრეტულ მომენტში ექსპრემიერის ბედი სრულიად არ აღელვებს, რადგან ციხეში უკანონოდ დატუსაღებული მისი მეგობრები სხედან.
აქტივისტი ამბობს, რომ ღარიბაშვილი ახლა იმაზე უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე დაპატიმრებული მოქალაქეები, რადგან მას, აქტივისტებისგან განსხვავებით, გვერდში მეგობრების ნაცვლად გამყიდველები ჰყავს.
შერჩევით სამართალს არ დავარქმევდი. ეს არის უფრო მცდელობა იმისა, რომ ცენტრალიზებული, ავტოკრატიული სისტემა ჩამოაყალიბონ. შერჩევითი სამართალი, იმიტომ, რომ რაღაც მომენტში ეს კანონები აუცილებლად გავრცელდება მათ მხარდამჭერებზე. ამას, რა თქმა უნდა, გვიან მიხვდებიან, მაგრამ მაინც.
რომ არ მოგატყუოთ, ირაკლი ღარიბაშვილის ბედი ნაკლებად მადარდებს. ჩემი ძალიან ბევრი მეგობარია დატუსაღებულია, მათი ბედი უფრო მადარდებთ. ღარიბაშილი ბევრად უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე ჩემი მეგობრები. ჩემს მეგობრებს ჰყავთ ხალხი, ვინც მოიკითხავს და ირაკლი ღარიბაშვილს ჰყავს ხალხი, რომელიც გაყიდის.
წეღან, გარეთაც ვლაპარაკობდით, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შეიძლება, გახდეს პავლიკა მოროზოვი და მამამისი ჩაუშვას, - ამბობს დავით ჭკადუა.
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა. საგამოძებო უწყების ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქონებრივ დეკლარაციაში ყალბი მონაცემები მიუთითა, თითქოს ოჯახის წევრისგან საჩუქრად იღებდა დიდ ოდენობით თანხას. გამოძიების თანახმად, ამ გზით მან 830 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია სცადა. გარდა ამისა, 2023–2024 წლებში ღარიბაშვილმა შეიძინა ძვირადღირებული ავტომობილები და კომპანიის 100%-იანი წილი, რომელიც უძრავ ქონებას ფლობდა.
პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა ფულის გათეთრებაში (სსკ 194-ე მუხლი, მე-3 ნაწილი, გ ქვეპუნქტი) და სასამართლოს მიმართა 1 მილიონი ლარის გირაოს გამოყენების შუამდგომლობით.