ირაკლი ღარიბაშვილი თავს ცნობს დამნაშავედ, მას არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია - ადვოკატი

24.10.25 14:48
ირაკლი ღარიბაშვილი თავს ცნობს დამნაშავედ, მას არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია - ადვოკატი

ირაკლი ღარიბაშვილი თავს ცნობს დამნაშავედ - ამის შესახებ ექს-პრემეირის ადვოტამა, ამირან გიგუაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. 

"პირველებმა" გიგუაშვილს ჰკითხა, მისცა თუ არა "ოცნების" ყოფილმა მაღალჩინოსანმა ვინმეს წინააღმდეგ ჩვენება, თუ რას გულისხმობს პროკურატურასთან თანამშრომლობა, რაზეც უფლებადამცველმა თქვა, რომ ღარიბაშვილს არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია.

ბატონ ირაკლის არავის წინააღდმეგ ჩვენება არ მიუცია. ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს. დამატებით დეტალებზე გავაკეთებთ კომენტარს. ბრალდებასთან დაკავშირებით განვმარტეთ, რომ ბატონი ირაკლი თავს ცნობს დამნაშავედ და ეთანხმება ბრალს იმ ნაწილში, რაც დაკავშირებულია მისი მხირდან უკანონი შემოსავლების მირებაში, რაც ებმის იმ პერიოდს, როცა ის ბიზნესში იყო დაკავებული. შემდგომ პერიოდს, როდესაც ის იკავებდა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობას.  

ასევე მინდა ხაზგასმით განვმარტო, რატომ შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო - აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დროს არცერთი საქმე არ ჰგავს ერთმანეთს. როდესაც ადამიანი თანამშრომლობს გამოძიებასთან, როდესაც ის არ ემალება გამოძიებას, ეთანხმება ბრალს და იხდის დიდი ოდენობის გირაოს, პატიმრობის ნაცვლად ნაკლებლად მძიმე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი არს პროცესუალური სტანდარტი", - განაცხადა ადვოკატმა. 

უფლებადამცველს "პირველებმა" ჰკითხა, ვინ ეხმარებოდა ღარიბაშვილს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში და იყვნენ თუ არა ისინიც მარალი თანამდებობის პირები, რაზეც ამირან გიგუაშვილმა ასეთი პასუხი გასცა: 

გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, ჩემი მხრიდან დამატებითი დეტალები განმარტება საგამოძიებო მოქმედებებთან და სხვა საკითებთან დაკავშირებით, არ არის მიზანშეწონილი.

ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალად არ ედება საბიუჯეტო თანხების მითვისება, გაფლანგვა ან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება"- განაცხადა ადვოკატმა.

"პირველების" დამაზუსტებელ კითხვაზე, როცა ამხელა თანხაზეა საუბარი, რომლის ლეგალიზაციასაც ექს-პრემიერს ედავებიან, ჩნდება ეჭვი, რომ მას ვიღაც ეხმარებოდა შემოსავლების ლეგალიზაციაში და ვინ არიან ეს პირები თუ კომპანიები - ადვოკატმა თქვა:

ეს არის გამოძიების დეტალები, რომელზეც მე კომენტარს ამ ეტაპზე მე ვერ გავაკეთებ. არავის წინააღმდეგ მას ჩვენება არ მიუცია, თანამშრომლობა არ ნიშნავს აუცილებლად ვინმეს წინააღმდეგ ჩვენების მიცემას", - თქვა უფლებადამცველმა. 

ირაკლი ღარიბაშვილს ერთი მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა - ყოფილ პრემიერს სასამართლომ გირაოს გადასახდელად 30-დღიანი ვადა მისცა.

ღარიბაშვილს აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი.

წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს 14:00-ზე დაინიშნა.

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები