ოქროს ზოდი ღარიბაშვილს არ ჰქონია, ოქმის მიხედვით საათები არ არის ამოღებული - მიხეილ შაყულაშვილი

24.10.25 15:34
ოქროს ზოდი ღარიბაშვილს არ ჰქონია, ოქმის მიხედვით საათები არ არის ამოღებული - მიხეილ შაყულაშვილი

დღეს ომი რომ არ არის, ზუსტად ეს მოუტანა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანას - ეს სიტყვები სასამართლო პროცესის შემდეგ უკვე მედიასთანაც გაიმეორე ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა მიხეილ შაყულაშვილმა.

ყოფილმა პროკურორმა და შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, რომელიც ექს-პრემიერის ინტერესებს იცავს, მედიასთან ამბობს, რომ ჯერ არ იცის, რა სახით გადაიხდის ღარიბაშვილი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს, რაც სასამართლომ დააკისრა. 

ოქროს ზოდი ირაკლი ღარიბაშვილს არ ჰქონია, რომ ვიცოდე გაყიდის და ამით გადაიხდის გირაოს - ამბობს უფლებადამცველი.

მისივე თქმით, არათუ ოქროს ზოდი, არამედ არც საათები არ არის საქმის ოქმში და არ წერია, რომ ძვირადღირებული საათები სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის სახლის ჩხრეკის შედეგად არის ამოღებული. 

  • ახლა ჩნდება კითხვა, სად არის ირაკლი ღარიბაშვილის ძვირადღირებული საათები, რომელზეც "შაბათის ეთერმა" საგამოძიებო რეპორტაჟიც მოამზადა. 

ღარიბაშვილის ადვოკატს ჟურნალისტებთან დღეს ასევე ასეთი გზავნილი ჰქონდა - შაყულაშვილმა გააჟღერა, რომ ყოფილ პრემიერს 4 ოქტომბერთან კავშირი არ აქვს.

(4 ოქტომბერზე) რაზე მივანიშნებდი და საზოგადოებაში არსებულ ნარატივზე, რომ თითქოს ვიღაცამ ვიღაცას უღალატა და ღალატი მემგონი ღვინის ინდუსტრია არ არის. 

მანქანა იყო, ქარხანა იყო თუ მიწა იყო, ეს მოხდება თუ არა ჩამორთმევა, ეს არ არის ჩვენი, დაცვის გადასაწყვეტი. ეს არის ბრალდების გადასაწყვეტი. ბიძინა ივანიშვილის სახლის ნაჩუქრობა და ა.შ. აქ არაფერ შუაში არაა. ჯერჯერობით არ ვიცი, რითი მოხდება გირაოს გადახდა, ეს ქონებსი უზრუნველყოფა იქნება თუ თანხის შეტანა იქნება, უნდა დავსხდეთ, გავისაუბროთ, რისი შესაძლებლობაა, ვის შეიძლება გამოართვა. 

ოქროს ზოდი ირაკლი ღარიბაშვილს არ ჰქონია, რომ ვიცოდე რომ ოქროს ზოდს გაყიდის და გირაოს გადაიხდის. 6  მილიონი 9 წლის განმავლობაში ნორმალური თანხაა ბიზნესში. ოქმში წერია, რომ საათები არ არის ამოღებული. ცალსახად გეუბნებით, რა წერია ოქმში, თუ რა არის ამოღებული - ოქმის მიხედვით ამოღებულია თქვენს მიერ ხსენებული თანხა, მობილური ტელეფონები და ლეპტოპი", - ამბობს ადვოკატი. 

ირაკლი ღარიბაშვილს ერთი მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა - ყოფილ პრემიერს სასამართლომ გირაოს გადასახდელად 30-დღიანი ვადა მისცა.

ღარიბაშვილს აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი.

წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს 14:00-ზე დაინიშნა.

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები