ხელის ბიჭში გაიღვიძა პერსონალურმა ბოღმამ - სააკაშვილის ადვოკატი იუსტიციის მინისტრზე

22.10.21 13:01
ხელის ბიჭში გაიღვიძა პერსონალურმა ბოღმამ - სააკაშვილის ადვოკატი იუსტიციის მინისტრზე

 მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის, თქმით, მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა შეუძლებელია და მესამე პრეზიდენტი  ამ ვერსიას არც განიხილავს.

 ვერ დავეთანხმებით იუსტიციის მინისტრის განცხადებას, იმიტომ, რომ ეს არის უბრალოდ ძალიან მარტივად, ჯერ ერთი უკანონობა, ამის შემდგომ ეს არის მიცემული პირობის გატეხვა, იმიტომ, რომ პირველი დღიდან პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები, ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი კომისიის ფარგლებში აცხადებდნენ, რომ საჭიროებისთანავე პრეზიდენტს გადაიყვანდნენ ექიმების მიერ შერჩეულ კლინიკაში. ახლა ის, რომ რომელიღაც პერსონალურ მმართველში, ხელის ბიჭში, გაიღვიძა პერსონალურმა ბოღმამ და გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანოს ციხესთან არსებულ საავადმყოფოში, არ ნიშნავს, რომ ეს ასე იქნება. მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სადღაც ციხის საავადმყოფოში არის შეუძლებელი, ამ ვარიანტს ბატონი პრეზიდენტი საერთოდ არ განიხილავს", - თქვა შოთა თუთბერიძემ.

თუთბერიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს გუშინ ციხის  შიდა განაწესი არ დაურღვევია.