პაველ ჰერჩინსკი: დასანანია, რომ EU- ზე შეტევა გრძელდება, ჩვენ არსად მივდივართ, ვრჩებით აქ

24.10.25 16:05
პაველ ჰერჩინსკი: დასანანია, რომ EU- ზე შეტევა გრძელდება, ჩვენ არსად მივდივართ, ვრჩებით აქ

ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან გაჟღერებული კრიტიკას უპასუხა.

ჰერჩინსკის თქმით, “მიუხედავად იმის, რომ არის პერსონალური თავდასხმები მასზე და ევროკავშირის სხვა ელჩებზე,  ამას პიროვნულად არ იღებს დაცდილობს საკუთარი საქმის კეთება კარგად გააგრძელოს“.

ამასთან, ევროკავშირის ელჩმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა 2023 წლის დეკემბრის შემდეგ, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ ის ევროკავშირს დაახლოებოდა, დასცილდა.

ჩემი საქმე არაა კომენტარი იმ კომენტარებზე, რომლებსაც სხვადასხვა პოლიტიკოსი აკეთებს. ჩემი საქმეა, წარმოვადგინო ევროკავშირის პოზიცია. ძალიან დასანანია, რომ ევროკავშირზე შეტევა გრძელდება და სინამდვილეში თავდასხმამ იმატა კიდეც. ეს ძალიან დასანანია, მაგრამ ჩვენ არსად მივდივართ, ჩვენ ვრჩებით აქ. ჩვენი კარი ღიაა საქართველოსთვის 2023 წლის დეკემბრიდან მოყოლებული. საქართველო ფორმალურად არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომ მან გაიაროს ამ კარში. იმ ისტორიული მომენტის შემდეგ, როდესაც საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ჩვენ ვაკვირდებით სრულიად საწინააღმდეგოს - იმის ნაცვლად, რომ საქართველო კიდევ უფრო დაგვიახლოვდეს, საქართველო გვშორდება. დიახ, ეს ძალიან სამწუხაროა. არის პერსონალური თავდასხმები ჩემზე და ევროკავშირის სხვა ელჩებზე, თუმცა, სულ მცირე, ჩემი მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ ამას პიროვნულად არ ვიღებ, მარტივად ვცდილობ, ჩემი საქმე იმდენად კარგად გავაკეთო, რამდენადაც შემიძლია“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მსგავსი სიახლეები