დაკითხავენ თუ არა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე?

24.10.25 17:46
დაკითხავენ თუ არა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე?

დაკითხავენ თუ არა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე? - კორუფციის მკვლევარი და კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, ბესიკ დონაძე ამბობს, რომ ღარიბაშვილი თავის უკანონოდ ნაშოვნ ფულს ქართუ ბანკში ათეთრებდა. 

მისი თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის ბანკი გასცემდა შემოსავლის არმქონე ადამიანზე სესხს საუბარია ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილზე. 

 შემოსავლის არმქონე ადამიანზე სესხის გაცემა არ შეიძლება, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ამ ფულს აძლევდა - ამბობს დონაძე და აინტერესებს, დაკითხავს თუ არა ახლა შემოსავლების უკანონო ლეგალიზაციის საქმეზე, რასაც ყოფილ პრემეირს ედავებიან ბიძინა ივანიშვილს. 

ღარიბაშვილი თავის უკანონოდ ნაშოვნ ფულს ათეთრებდა "ქართუში". "ქართუდან" მის უმუშევარ მეუღლეს, რომელსაც არ ჰქონდა შემოსავლები, გამოჰქონდა ასეულობით ათასი ლარის კრედიტი და შემდეგ ამ კრედიტს უკან აბრუნდებდა. რეალურად, ეს ადამიანი, რომელიც ვერ ანახევდა, რომ მას ჰქონდა ქეში ფული და რაღაცა უნდა ეყიდა, კრედიტს იღებდა და აქაც, ეროვნული ბანკის კანონმდებლობა ირღვევა, რადგან შემოსავლის არმქონე ადამიანზე სესხის გაცემა არ შეიძლება, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ამ ფულს აძლევდა. შესაბამისად, საინტერესოა, დაკითხავენ თუ არა ივანიშვილს, როცა მისი ბანკი იყო ფულის გასათეთრებლად გამოყენებული", - ამბობს ბესო დონაძე. 

მსგავსი სიახლეები