რა ბედი ელის კოალიციურ მთავრობას - ექსპერტის პროგნოზი

22.10.21 13:22
რა ბედი ელის კოალიციურ მთავრობას - ექსპერტის პროგნოზი

რა ბედი ელის ჩრდილოვან კაბინეტს, თუ ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში "ქართული ოცნება" მელიას მთავრობას არ დაამტკიცებს. ექსპერტი თვითმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილი, ამბობს,რომ  სტრუქტურული დაკომპლექტება უნდა მოხდეს პარტიების მიერ იმ პროცენტების შესაბამისად, რა პროცენტებითაც საკრებულოში მოხვდნენ. 

ირაკლი მელაშვილის განმარტებით, კომპრომისის არარსებობის შემთხვევაში მოსალოდნელია, საკრებულო დაითხოვონ. თუ "ქართული ოცნების" უმრავლესობა კოალიციური მთავრობის  ინიციატივას ჩააგდებს, მელიას კანონი უფლებას აძლევს, სამ-სამი თვით ადამიანები თანამდებობებზე დანიშნოს, შემდეგ კი როტაცია განახორციელოს და 4 წელი იმუშავოს. 

თუ საკრებულოს უმრავლესობას არ ექნება სურვილი, დაამტკიცოს მერის მიერ წარმოდგენილი ვიცე-მერები და მოადგილეები, ამ შემთხვევაში უბრალოდ  მერი ერთხელ წარადგენს, მეორედ წარადგენს, მერე 3 თვით დანიშნავს ამ თანამდებობის პირებს და ასე გაანგრძობს მუშაობას. აქ არის სხვა საშიშროებები, მაგალითად, საკრებულომ უნდა დაამტკიცოს სტრუქტურა მერიის, საშტატო განრიგი, საბოლოო ჯამში თუ ერთი და მეორე მხარე გაჯიუტდა და არ აღმოაჩნდა უნარი, ერთმანეთს მოელაპარაკონ, მივა ეს ყველაფერი იქამდე, რომ დაითხოვენ საკრებულოსაც, მერსაც და შემოვა პირდაპირი მმართველობა", - ამბობს მელაშვილი.

ოპოზიციაში განიხილავენ, რომ მელიას მერად არჩევის შემთხვევაში, თბილისის საკრებულოს უმრავლესობა ავტომატურად დაიშლება და მმართველი გუნდი უმრავლესობაში ვერ იქნება.